ანატოლი ბოისა, მათე ხატიაშვილი
Aa
Aa

გამარჯვება ჩრდილოეთ მაკედონიასთან | 18-წლამდე ნაკრებმა მოგებით დაიწყო

ხორვატიაში ევრობასკეტის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპი დაიწყო და საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა პირველი შეხვედრა გამართა. ანატოლი ბოისას გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 83:66 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ, 36:36 დასრულდა. ქართველმა კალათბურთელებმა მესამე მეოთხედი 22:13 მოიგეს და უპირატესობა შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნეს.

საქართველოს 18-წლამდე ნაკრების რიგებში საუკეთესო მათე ყავლაშვილი იყო — 17 ქულა, 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა. მათე ხატიაშვილმა 11 ქულა, 7 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ილია სულაძეს ორმაგი დუბლი ჰქონდა — 11 ქულა, 10 მოხსნა. დავით ფაჩულიამ 13 ქულა დააგროვა, ხოლო საბა ფაჩულია 10 ქულას დასჯერდა.

ცნობისთვის, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის გარდა, D ჯგუფში უნგრეთი, შვედეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა არიან. ბოისას გუნდი მომდევნო შეხვედრას 25 ივლისს, შვედეთის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაუმალავს თუ არა ტრავმები - დვალიშვილი სიცრუის დეტექტორზე შეამოწმეს
დაუმალავს თუ არა ტრავმები - დვალიშვილი სიცრუის დეტექტორზე შეამოწმეს