„მეგონა, როცა სეზონი დასრულდა, ჩემი კარიერაც მორჩა“ | ლებრონის კომენტარი
ლებრონ ჯეიმსის ახალი გუნდი ცნობილია. „მეფე“ კარიერას „ფილადელფია სევენთი სიქსერსში“ გააგრძელებს და კლუბთან 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ერთი წლის გასვლის შემდეგ, მას უფლება ექნება, „სიქსერსი“ დატოვოს ან დარჩეს.
ლებრონის გადაწყვეტილებას უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა და „მეფემ“ კომენტარიც გააკეთა: „მეგონა, როცა სეზონი დასრულდა, ჩემი კარიერაც მორჩა. არ ვიყავი მზად ეს საჯაროდ გამომეცხადებინა და ვიცოდი, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დრო მჭირდებოდა, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ბოლო მატჩი ნათამაშები მქონდა. იმ უკანასკნელ პრესკონფერენციაზე გულწრფელი ვიყავი, როდესაც ვთქვი, რომ საკუთარ თავში ჩაღრმავება მჭირდებოდა, რათა გამეგო, ჯერ კიდევ მიყვარდა თუ არა ეს თამაში.
ეს ჩემი საბოლოო გადაწყვეტილებაა. ფულის გამო არ ვაგრძელებ, არც ოჯახის გამო ვაგრძელებ. რისთვის ვთამაშობ სინამდვილეში? კვლავ მინდა, მსხვერპლი გავიღო. კვლავ მინდა, ვიმუშაო, მაქსიმუმი გავაკეთო, კონკურენტუნარიანი ვიყო და მქონდეს იმის შანსი, რომ ჩემპიონობის ტრიუმფი კიდევ ერთხელ განვიცადოთ. მჯერა, რომ შემიძლია „ფილადელფია სიქსერსს“ ჩემპიონი გუნდის ჩამოყალიბებაში დავეხმარო და მოუთმენლად ველი, რომ ენერგიით ავავსო ახალი გულშემატკივარი და უკანასკნელად დავიწყო ეს წარმოუდგენელი მოგზაურობა.“
ცნობისთვის, გასულ სეზონში ჯეიმსი პარკეტზე საშუალოდ 33 წუთს ატარებდა. მისი მონაგარი ასეთი იყო: 20.9 ქულა, 6.1 მოხსნა, 7.2 შედეგიანი გადაცემა, 1.2 ჩაჭრა. რაც შეეხება, „სიქსერსს“, მისი სასტარტო ხუთეული ასეთია: ტაირიზ მაქსი, ვიჯეი ეჯკომბი, ჯეილენ ბრაუნი, ლებრონ ჯეიმსი, ჯოელ ემბიდი.