40 წლის ვოზინია კარიერას კოლო-კოლოში გააგრძელებს
კაბო-ვერდეს ნაკრების მეკარე ვოზინია კარიერას „კოლო-კოლოში“ გააგრძელებს.
40 წლის მოთამაშემ ჩილეურ კლუბთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია, იტყობინება ინსაიდერი ფაბრიციო რომანო.
მხარეები შესაბამის დოკუმენტებს, სავარაუდოდ, ამ უქმეებზე მოაწერენ ხელს, რის შემდეგაც ვოზინია სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
ბოლო ორი წელი გოლკიპერი პორტუგალიურ „შავეშში“ გამოდიოდა, რომელიც ამ ზაფხულს დატოვა.
ვოზინია 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე FIFA-ს ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, რაც მისი დაუჯერებელი ისტორიის ღირსეული გვირგვინია.
შეგახსენებთ, რომ კაბო ვერდეს ნაკრები ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე გამართულ მუნდიალზე მსოფლიოს სამ ჩემპიონს, ესპანეთს, ურუგვაისა და არგენტინას შეხვდა და ძირითად დროში არც ერთთან არ დამარცხებულა.