ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ცნობილია, როდის დაიწყებს პსჟ ახალი სეზონისთვის მზადებას

ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. გუნდი პირველად ხვალ, საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბება და სავარჯიშო პროცესს დაიწყებს.

პორტალ Paris Team-ის ინფორმაციით, ლუის ენრიკემ თავდაპირველად 16 მოთამაშე გამოიძახა, რომელთა რიცხვშიც არ არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მატჩებში ითამაშეს - ბრინჯაოს მედლებისთვის და ფინალურ შეხვედრაში.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველი შემტევი ენრიკეს სიაშია და შესაბამისად, გუნდთან ერთად ვარჯიშს ხვალიდან დაიწყებს.

ლუის ენრიკეს განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები იქნებიან:

მეკარეები - ლუკას შევალიე, მატვეი საფონოვი, ალესანდრო ლონგონი.

მცველები - დევიდ ბოლი, ილია ზაბარნი, დიმიტრი ლუჩეა, ვილიან პაჩო.

ნახევარმცველები - ხალილ აიარი, სენი მაიულუ, დრო ფერნანდესი, რაიან აბო ელ ნაი, ლუკას ბერალდო.

თავდამსხმელები - ადამ აიარი, ხვიჩა კვარაცხელია, იბრაჰიმ მბაიე, კვენტინ ნჯანტუ.

მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში „პარი სენ-ჟერმენი“ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართვს - 5 აგვისტოს, „მალიორკასთან“ და 8 აგვისტოს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ. 12 აგვისტოს ლუის ენრიკეს გუნდი უეფას სუპერთასის მატჩში „ასტონ ვილას“ შეხვდება, 16 აგვისტოს კი საფრანგეთის სუპერთასზე „ლანსის“ წინააღმდეგ ითამაშებს. საფრანგეთის ლიგა 1-ის ახალი სეზონი 23 აგვისტოს, „რენისთან“ მატჩით დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლივერპულმა ბარკოლას ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო
ლივერპულმა ბარკოლას ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო