ლივერპულმა ბარკოლას ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო
„ლივერპულმა“ პსჟ-ს თავდამსხმელის, ბრედლი ბარკოლას შესაძლო ტრანსფერის თაობაზე მუშაობა დაიწყო. როგორც სატრანსფერო ინსაიდერი, ბენ ჯეიკობსი იტყობინება, მერსისაიდელებმა ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები დაიწყეს და ცდილობენ, წინასწარი კონტრაქტი შეათანხმონ.
ფრანგი ვინგერი მერსისაიდელთა საზაფხულო სამიზნეების სიაში მოწინავე პოზიციებზე ინაცვლებს. გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელები ბარკოლას სანაცვლოდ 170 მილიონ ევროს მოითხოვს, რაც ფეხბურთელის გარემოცვის უკმაყოფილებას იწვევს. როგორც იწერება, ბარკოლას წარმომადგენლები დაჟინებით მოითხოვენ სატრანსფერო თანხის შემცირებას, თუმცა დიდი კონკურენციის გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პსჟ ამ თანხას შეამცირებს.
ბრედლი ბარკოლას დამატებით რამდენიმე ევროპული გრანდია დაინტერესებული, მათ შორის „არსენალიც“, რომლის ხელმძღვანელებიც ფეხბურთელის მიმართ განვითარებულ მოვლენებს აკვირდებიან, თუმცა პსჟ-სთვის წინადადებით ჯერჯერობით, არ მიუმართავთ. თავად ფეხბურთელისთვის, პრიორიტეტული „ლივერპულში“ გადასვლაა.