მამარდას 1 მოგერიება სანდერლენდთან - ლივერპულმა ამხანაგური მატჩი მოიგო
ლივერპულმა წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდი დაიწყო და პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. მერსისაიდელები სანდერლენდს დაუპირისპირდნენ და 4:2 დაამარცხეს.
გიორგი მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და მინდორზე 67 წუთი დაყო.
ამ პერიოდის განმავლობაში მის კარში ზუსტად 3-ჯერ დაარტყეს და სამწუხაროდ 2 გოლი გავიდა. აღსანიშნავია, რომ გაშვებულ გოლებში ქართველ მეკარეს ბრალი არ მიუძღვის.
პირველი გოლი აუღებელთა კატეგორიაში გადის, ხოლო მეორე გოლის დროს დაცვის ხაზი ჩავარდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს გარკვეული პერიოდის წინ ლივერპულიდან იჯარის წესით აბარგებას უწინასწარმეტყველებდნენ. მას თურქულ და იტალიურ კლუბებს უკავშირებდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ქართველის წასვლაზე არაფერი აღარ იწერება.
ცნობისთვის, ლივერპული პრემიერ ლიგის დაწყებამდე კიდევ 5 ამხანაგურ მატჩს გამართავს. პრემიერ ლიგა ირაოლას გუნდისთვის 23 აგვისტოს ნიუკასლთან გასვლითი თამაშით დაიწყება.