მიქაუტაძემ პსვ-ს გაუტანა | ვილიარეალის გამარჯვება ამხანაგურ მატჩში
ვილიარეალი წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდს აგრძელებს და მეორე ამხანაგური მატჩი გამართა.
ბენფიკას შემდეგ, ყვითელი წყალქვეშა ნავი ამჯერად პსვ-ს დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.
გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და მოედანზე 71 წუთი დაყო.
ქართველმა თავდამსხმელმა ამ გამარჯვებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა. ჯვაროსნების შემტევი მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა.
პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, ჟორჟმა ნიდერლანდური კლუბის კარი 66-ე წუთზე აიღო. მიქაუტაძემ საჯარიმოში ეფექტურად ითამაშა, მეკარეს გვერდი აუარა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა.
ქართველის გასვლის შემდეგ, მე-2 გოლი ტიდიანე ტიამმა გაიტანა, რასაც ზუსტად 3 წუთში მაურო ჟუნიორმა უპასუხა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. 1 წუთში კი ვილიარეალის მხრიდან, მატჩის საბოლოო შედეგი კაბანიესმა დააფიქსირა.
ცნობისთვის, ვილიარეალი უახლოეს პერიოდში კიდევ 2ამხანაგურ მატჩს გამართავს. ყვითელი წყალქვეშა ნავი 5 აგვისტოს ლევანტეს დაუპირისპირდება, ხოლო 8 აგვისტოს გალათასარაის.
რაც შეეხება ლა ლიგას, ვილიარეალი პირველი ტურის მატჩს 16 აგვისტოს რასინგის წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, რომ სანტანდერულ კლუბში გიორგი გულიაშვილი თამაშობს. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.