ილია თოფურია, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ხაბიბის გუნდის წევრს ვერავინ დაამარცხებს“ - ზაინუკოვი თოფურიას ემუქრება

UFC-ის რუსმა მებრძოლმა და ხაბიბის გუნდის წევრმა, მაგომედ ზაინუკოვმა, რომელმაც გუშინ, ორგანიზაციაში გამართულ სადებიუტო ბრძოლაში პოლონელი დამიან ჟეპეცკი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა, ბრძოლის შემდეგ დანიელ კორმიესთან გაკეთებულ კომენტარში ილია თოფურიას შეეხო.

ინტერვიუს დროს რუსმა მებრძოლმა განაცხადა, რომ მისი მეტოქე თოფურიას გუნდიდან იყო და დაამატა, რომ ილია თოფურიას ვერც ერთი გუნდელი ხაბიბ ნურმაგომედოვის გუნდის წარმომადგენლის დამარცხებას ვერ შეძლებს.

რას ამბობს ზაინუკოვი:

„ილია თოფურია, გამარჯობა! ეს მოლოდინები უნდა გამემართლებინა, რადგან ჩემი ოპონენტის მხრიდან, ბრძოლამდე ბევრი რამ ითქვა. ამბობდა, რომ ილია თოფურიას გუნდიდან არის. მათ კი არ იციან, რომ ჩვენ ხაბიბ ნურმაგომედოვის გუნდიდან ვართ, აბდულმანაპ ნურმაგომედოვის სკოლიდან. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ვის ვეჩხუბებით, ნებისმიერს გავანადგურებთ“.

ამ კომენტარიდან რამდენიმე წუთში, მაგომედ ზაინუკოვს ჟურნალისტებმა ილიას შესახებ პრესკონფერენციაზეც ჰკითხეს, რაზეც რუსმა მებრძოლმა ასე უპასუხა:

„ვფიქრობ, მათ უბრალოდ არ იციან, როგორი ცხოვრება გვაქვს მახაჩყალაში. არ უნახავთ ისეთი ცხოვრება, როგორითაც იქ ვცხოვრობთ. მათ არანაირი შანსი არ აქვთ, რომ იმ ოთახიდან გამოვიდნენ, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ. რადგან რაც მე ვნახე და გამოვიარე, კითხვებს აღარ ტოვებს.“

„იქ თამაშები, კამერების წინ პოზირება და მსგავსი რაღაცები არ ხდება. ყველაფერი სულ სხვანაირადაა. უბრალოდ, არ გვიყვარს სახლიდან ნაგვის გარეთ გატანა (გულისხმობს შიდა ამბების საჯაროდ განხილვას). სიტყვებს ჰაერზე არ ვისვრით.“

ცნობისთვის, ზაინუკოვმა ილია თოფურიას შესახებ ბრძოლამდეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გეიჯის წინააღმდეგ, „ელ მატადორის“ წაგებაში დარწმუნებული იყო და ჯასტინის გამარჯვებაზე ფსონიც ჰქონდა განთავსებული.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დაუმალავს თუ არა ტრავმები - დვალიშვილი სიცრუის დეტექტორზე შეამოწმეს
დაუმალავს თუ არა ტრავმები - დვალიშვილი სიცრუის დეტექტორზე შეამოწმეს