ხვიჩა კვარაცხელია, ლეონიდ სლუცკი
Aa
Aa

„სლუცკი ბევრს ესაუბრებოდა, ზოგჯერ მკაცრადაც“ - ხვიჩაზე ყოფილმა გუნდელმა ისაუბრა

„რუბინის“ ყოფილმა თავდამსხმელმა გერმან ონუღამ „Sport24“-თან ინტერვიუში ყაზანურ კლუბში ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად თამაში გაიხსენა.

რას ამბობს ონუღა:

„ლეონიდ სლუცკი ხვიჩასთან ინდივიდუალურად ძალიან ბევრს მუშაობდა, რეგულარულად ესაუბრებოდა მას ოფისში. მახსოვს, როგორ გაიყვანდა ხოლმე საუზმის ან ვარჯიშის შემდეგ სასაუბროდ. ხანდახან ცდილობდა რაღაც კარგად აეხსნა, ხანდახან კი უფრო მკაცრად. ეტყობოდა, რომ სლუცკიმ ხვიჩას სერიოზულად მოჰკიდა ხელი. ახლა კვარაცხელიას თამაში რაღაც სიგიჟეა! სასიამოვნოა იმის ყურება, თუ როგორ „ანგრევს“ კვარა მოწინააღმდეგეს. ხვიჩა პსჟ-ის ლიდერი და ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „რუბინში“ 2019-2022 წლებში თამაშობდა. „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის შემდეგ ქართველი შემტევი ზედიზედ ორჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. 2025/26 წლების სეზონში კი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოურინიოს ხვიჩა ძალიან მოსწონს“ - ფრანგული გამოცემა კვარსა და რეალზე
„მოურინიოს ხვიჩა ძალიან მოსწონს“ - ფრანგული გამოცემა კვარსა და რეალზე