ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები მსოფლიოს მიღმა | კვარა პირველი ნომერია
Transfermarkt-მა მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩენილი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა. მის სათავეში „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია, იმყოფება — 140 მილიონი ევრო.
მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებზე ფერმინ ლოპესი, კოულ პალმერი და დომინიკ სობოსლაი არიან — 100 მილიონი ევრო. ლოპესი მუნდიალზე ტრავმის გამო ვერ მიდის, პალმერი ნაკრებში არ გამოიძახეს, ხოლო სობოსლაის უნგრეთმა საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გაიარა.
მეექვსე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე პოზიციებზე მყოფი ფეხბურთელების საბაზრო ღირებულება 80 მილიონი ევროა: ესტევაო, ჰუგო ეკიტიკე, ჟოაუ პედრო და სანდრო ტონალი. მეცხრე ადგილზე ბენიამინ შეშკო იმყოფება (75 მილიონი ევრო), ხოლო მეათეზე — ბრაიან მბეუმო (ასევე 75 მილიონი ევრო).
ცნობისთვის, კვარაცხელია მსოფლიოში მეშვიდე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია. მასზე წინ მხოლოდ ლამინ იამალი (200 მილიონი ევრო), ერლინგ ჰოლანდი (200 მილიონი ევრო), კილიან მბაპე (200 მილიონი ევრო), პედრი (150 მილიონი ევრო), მაიკლ ოლისე (150 მილიონი ევრო) და ვინისიუს ჟუნიორი (150 მილიონი ევრო) არიან. ხვიჩას, ჟოაუ ნევეშის, ჯუდ ბელინგემისა და ვიტინიას საბაზრო ღირებულება ერთნაირია — 140 მილიონი ევრო.