ალექსანდრე ამისულაშვილი, რატი გრიგალავა
Aa
Aa

3-წუთიან მონაკვეთში 2 გოლი გავიტანეთ | 21-წლამდე ნაკრები მოლდოვასთან დამარცხდა

მოლდოვის 21-წლამდე ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 3:2 დაამარცხა.

მე-15 წუთზე ალექსანდრე ამისულაშვილმა საჯარიმოში თამაშის წესი დაარღვია, თუმცა პაპუნა ბერუაშვილმა არტიომ დინარს აჯობა, პენალტი მოიგერია, დარტყმის მიმართულება გამოიცნო. მოლდოვამ მეორე პენალტი ტაიმის დამატებულ წუთზე დაარტყა, ამჯერად ბერუაშვილმა დარტყმის მიმართულება ვერ გამოიცნო, მიჰაი ლუპანის ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში ვასილი ლუჩიტასა (48) და ლუჩიან რადუს (62) გოლებით ანგარიში 3:0 გახდა. 

რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა 3-წუთიან მონაკვეთში 2 გოლი გაიტანა, 70-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ ანგარიში შეამცირა, 73-ე წუთზე ნიკოლოზ ჩიქოვანის ჩაწოდების შემდეგ რატი გრიგალავამ თავური დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:2.

რამაზ სვანაძემ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მოლდოვასთან შემდეგი შემადგენლობით ათამაშა: პაპუნა ბერუაშვილი, დავით ბუკია, ალექსანდრე ნარიმანიძე (კ), ალექსანდრე ამისულაშვილი (რატი გრიგალავა 60), გიორგი ტაბატაძე (დიეგო დეისაძე 46), ნიკოლოზ ჩიქოვანი (დანიელ ქვარცხავა 89), გიორგი რობაქიძე (დაჩი ლორთქიფანიძე 46), ნიკოლოზ დადიანი (აკაკი გიუნაშვილი 89), ნიკო ცეცხლაძე (ლუკა პარკაძე 74), გურამ ჯაფარიძე (გიორგი კოხრეიძე 60), დიმიტრი ღურწკაია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას სახით საფეხბურთო ანგელოზი გვყავს“ - ინტერვიუ გელა კეტაშვილთან
„ხვიჩას სახით საფეხბურთო ანგელოზი გვყავს“ - ინტერვიუ გელა კეტაშვილთან