ხულიან ალვარესი
Aa
Aa

150-მილიონიანი შეთავაზება - ატლეტიკომ ხულიან ალვარესის გაყიდვაზე უარი თქვა

 მადრიდის „რეალმა“ ხულიან ალვარესის სანაცვლოდ, „ატლეტიკოს“ 150 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

როგორც სამეფო გუნდი აცხადებს, დირექტორთა საბჭოს დღევანდელი სხდომის შედეგების საფუძველზე, „ატლეტიკოს“ 26 წლის თავდამსხმელის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა.

„შეთავაზების განხილვისა და შეფასების შემდეგ, „ატლეტიკომ“ მადლობა გადაგვიხადა და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ორ კლუბს შორის არსებული პოზიტიური ურთიერთობების ფარგლებში გადაიდგა, თუმცა წინადადება უარყო და მიზეზად ფეხბურთელის კონტრაქტში არსებული პუნქტი დაასახელა, რომელიც გამოსასყიდ თანხას ეხება“, — ნათქვამია „რეალის“ განცხადებაში.

ალვარესის გამოსასყიდი თანხა 500 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ 4 ივნისს „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ 9 ივნისს, ფეხბურთელის შესაძენად 150-მილიონიან წინადადებას გაამზადებდა.

გეტყვით ასევე, რომ გასულ სეზონში არგენტინელმა ფეხბურთელმა 49 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 9  საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მექსიკური აქცენტის მქონე ბიჭმა პერესს ხმების 35% წაართვა“ - ლა ლიგის პრეზიდენტი
„მექსიკური აქცენტის მქონე ბიჭმა პერესს ხმების 35% წაართვა“ - ლა ლიგის პრეზიდენტი