ალვარესისთვის ბრძოლაში რეალიც ჩაერთო | სამეფო კლუბმა ინფორმაცია გამოითხოვა
Sky Sport-ის გერმანული ბიუროს რეპორტიორმა პატრიკ ბერგერმა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, მადრიდის რეალმა არგენტინელი ფორვარდის, ხულიან ალვარესის თაობაზე ატლეტიკოსგან ინფორმაცია გამოითხოვა, „სამეფო კლუბი’’ მოთამაშეს ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს. ბერგერის აზრით, შესაძლოა ალვარესი ის ფეხბურთელია, ვინც პერესმა იგულისხმა.
„შემიძლია დაგიდასტუროთ 3 ტრანსფერი: ჟოზე მოურინიო, იბრაჰიმა კონატე და დენზელ დუმფრისი. თუმცა ეს დასასრული არაა. სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის ტოპკლუბის ფეხბურთელთან დაკავშირებით წინადადებას გავაგზავნით. ეს იქნება ყველაზე დიდი თანხა, რაც „რეალს“ ოდესმე ფეხბურთელში გადაუხდია, სულ მცირე 150 მილიონი ევრო'' - განაცხადა პერესმა გასულ კვირას.
გასული თვის მიწურულს, ფაბრიციო რომანომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ბარსელონამ მადრიდის ატლეტიკოს ხულიან ალვარესის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალურად მიმართა. კატალონიური კლუბი მზად იყო, არგენტინელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაეხადა. არანაირი ბონუსები, არანაირი სხვა ფეხბურთელების ჩართვა გარიგებაში.ხულიანმა გუნდიდან წასვლა უკვე ითხოვა.
ბარსელონასა და რეალის გარდა ფეხბურთელის მიმართ ინტერესს პსჟ-ც იჩენს. „ატლეტიკო“ მზადაა ალვარესი გაასხვისოს, თუ კლუბი 150 მილიონი ევროს ოდენობის შემოთავაზებას მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ალვარესს, რომელსაც Transfermarkt-ი 90 მილიონ ევროდ აფასებს, კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.