„ჩვენს შორის ერთი მსგავსებაა“ - ლავესიმ კვარაზე ისაუბრა
„პარი სენ-ჟერმენისა“ და „ნაპოლის“ ყოფილმა შემტევმა, ეზეკიელ ლავესიმ Tuttosport-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
რას ამბობს ლავესი:
„კვარაცხელია ძალიან მომწონს. მისი დრიბლინგი ჩემსას ჰგავს? შედარებები არ მიყვარს. თუმცა, საერთო ის გვაქვს, რომ „ნაპოლისა“ და პარიზს შორის ერთნაირი გზა გავიარეთ.“
ცნობისთვის, ვეტერანმა არგენტინელმა „ნაპოლის“ მაისურით 156 მატჩი ჩაატარა და 38 გოლი გაიტანა, პარიზულ გუნდში ჩატარებულ 107 მატჩში კი 22 გოლის გატანა შეძლო.