თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 14 ქულა | ბარსამ ტენერიფე 33 ქულით დაამარცხა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ACB ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე, პირველ მატჩში ბარსელონამ ტენერიფეს დიდი ანგარიშით, 100:67 მოუგო.

ბარსელონას ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში მოხვდა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პარკეტზე გატარებულ 17:55 წუთში 14 ქულა ჩააგდო, 7 მოხსნა და 4 პასი შეასრულა. შენგელიაზე მეტი ქულა მხოლოდ თანაგუნდელმა დარიო ბრიცუელამ (18 ქულა) და ტენერიფეს კოტდივუარელმა ფორვარდმა კევინ იებომ (16) ჩააგდეს.

ბარსა - ტენერიფეს მეორე მატჩი კვლავ ბარსელონაში გაიმართება, 11 ივნისს 22:00 საათზე დაიწყება.

ტენერიფეს, რომელმაც მეოთხედფინალში რეალი სენსაციურად დაამარცხა, გიორგი შერმადინი ვერ ეხმარება, გულის არითმიის გამო ექიმებმა რამდენიმეკვირიანი მკურნალობა დაუნიშნეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები