ორი კვირა ლიგა 2-ის დაწყებამდე - რა ელის ზურიკოს?
ლიგა 2-ის განახლებამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება და „სენტ-ეტიენში“ ზურიკო დავითაშვილის ბედი კვლავ გაურკვეველია.
„გლაზგო რეინჯერსთან“ ამხანაგურ მატჩში ზურიკოს განაცხადს მიღმა დატოვებამ ფრანგულ მედიაში სპეკულაციები კიდევ უფრო გააღრმავა.
გავლენიანი სატრანსფერო ინსაიდერის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ზურიკო დავითაშვილს უახლოეს კვირებში სერია A-ში საკმაოდ სერიოზული ვარიანტი უჩნდება. იტალიელი ჟურნალისტი იტყობინება, რომ ბერგამოს „ატალანტას“ ხელმძღვანელები ბოლო საათებში „სენტ-ეტიენის“ მენეჯმენტს დაუკავშირდნენ და 25 წლის ფეხბურთელთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოითხოვეს.
12 მილიონ ევროიანი პირველი შეთავაზების უარყოფის შემდეგ, იტალიური კლუბი დავითაშვილის თაობაზე ახალი ძალებით დაბრუნდა. ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად ღია „სენტ-ეტიენი“ თავის 22-ე ნომერს 20 მილიონ ევროდ აფასებს.
დავითაშვილს „სენტ-ეტიენთან“ მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს. როგორც ფრანგულ მედიაში იწერება, კლუბი ქართველ შემტევს 20 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმობს. ამის გამო, ზურიკოს შეძენაზე რამდენიმე ევროპულმა კლუბმა თქვა.