ყველაზე მეტი მატჩი „უემბლიზე“ - UEFA-მ ევრო 2028-ის სტადიონების განაწილება გამოაცხადა
როგორც მოგეხსენებათ, ევრო 2028 დიდ ბრიტანეთში გაიმართება.
სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა იმ სტადიონების ჩამონათვალი, სადაც ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის მატჩები გაიმართება:
კარდიფი: უელსის ნაციონალური სტადიონი
დუბლინი: დუბლინ არენა
გლაზგო: ჰემპდენ პარკი
ნიუკასლი: სენტ ჯეიმს პარკი
მანჩესტერი: ეტიჰად არენა
ლივერპული: ევერტონ არენა
ბირმინგემი: ვილა პარკი
ლონდონი: ტოტენჰემ ჰოტსფურ არენა
ლონდონი: უემბლი არენა
ყველაზე მეტი მატჩი ლონდონის „უემბლიზე“ ჩატარდება. ინგლისის ეროვნული სტადიონი ოთხ ჯგუფურ შეხვედრას, ერთ მეოთხედფინალს, ორივე ნახევარფინალსა და ფინალს უმასპინძლებს. საერთო ჯამში „უემბლიზე“ რვა მატჩი გაიმართება.
დუბლინის „დუბლინ არენა“ შვიდ შეხვედრას მიიღებს – ხუთ ჯგუფურ მატჩს, ერთ მერვედფინალსა და ერთ მეოთხედფინალს.
კარდიფის ნაციონალური სტადიონი და გლაზგოს „ჰემპდენ პარკი“ ექვს-ექვს მატჩს უმასპინძლებენ. ორივე არენაზე ოთხი ჯგუფური შეხვედრა, თითო მერვედფინალი და თითო მეოთხედფინალი გაიმართება.
ხუთ-ხუთი მატჩი ჩატარდება „ტოტენჰემ ჰოტსპურ არენაზე“, „ეტიჰადზე“, „სენტ ჯეიმს პარკზე“ და „ევერტონ არენაზე“. თითოეულ მათგანზე ოთხი ჯგუფური შეხვედრა და ერთი მერვედფინალი გაიმართება.
ყველაზე ნაკლებ მატჩს „ვილა პარკი“ მიიღებს – ბირმინგემის სტადიონზე სამი ჯგუფური შეხვედრა და ერთი მერვედფინალი გაიმართება.
ცნობისთვის, ტურნირი 2028 წლის 9 ივნისიდან 9 ივლისამდე ჩატარდება. საინტერესო სიახლეა ისიც, რომ მასპინძელი ნაკრებები ავტომატურად არ გადიან ფინალურ ეტაპზე — მათაც მოუწევთ საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა, თუმცა UEFA-მ მათთვის ორი სარეზერვო ადგილი დატოვა იმ შემთხვევისთვის, თუ კვალიფიკაციას ვერ გაივლიან.