9-თვიანი პაუზის შემდეგ - კაკაბაძე დაბრუნდა და ლეხის წინააღმდეგ საუკეთესო იყო
9-თვიანი პაუზა დასრულდა - გიორგი კაკაბაძე მძიმე ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და კრაკოვიას შემადგენლობაში იასპარეზა.
მოგეხსენებათ, პოლონეთის ჩემპიონატი დაიწყო და კრაკოვია პირველ ტურში ლეხ პოზნანს ესტუმრა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა და ერთი ქულის მოპოვებაში კაკაბაძემ დიდი როლი ითამაშა.
ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. Sofascore-მა მას გუნდში მე-2 ყველაზე მაღალი შეფასება 7.6 დაუწერა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა უკანასკნელად გასული წლის ნოემბერში ითაშამა. ოთარმა რადონიაკ რადომის წინააღმდეგ ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც ოპერაციის გაკეთება დასჭირდა.
საბედნიეროდ, ახლა კაკაბაძე ახლა სრულიად ჯანმრთელია და უახლოეს პერიოდში საქართველოს ნაკრებსაც დაეხმარება.