ერთა ლიგა, იურგენ კლოპი, ჩავი ერნანდესი, კოდი გაკპო, ფელიქს ნმეჩა
Aa
Aa

ჩავისა და კლოპის სადებიუტო შეხვედრები | ნიდერლანდებისა და გერმანიის ფრე ერთა ლიგაზე

ერთა ლიგის ახალი სეზონი დაიწყო და პირველი სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა „იოჰან კრუიფ არენაზე“ გაიმართა, სადაც ნიდერლანდები გერმანიას დაუპირისპირდა. იურგენ კლოპისა და ჩავი ერნანდესის სანაკრებო დებიუტი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ჩავის ბიჭებმა კარგად დაიწყეს და მე-12 წუთზე, კუთხურის შემდეგ, ვირჯილ ვან დაიკის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა მომენტი VAR-ზე გადამოწმდა და თამაშის წესების დარღვევა დაფიქსირდა. ნიდერლანდელები ინიციატივას ფლობდნენ, მაგრამ 32-ე წუთზე გერმანია ფელიქს ნმეჩამ დააწინაურა.

39-ე წუთზე კარიმ ადეიემის შესანიშნავი მომენტი ჰქონდა — „ბარსელონას“ შემტევმა ცარიელ კარს ააცილა და ანგარიში უცვლელი დარჩა. მეორე ტაიმში „ნარინჯისფრებს“ გოლის გატანის რამდენიმე შანსი მიეცათ. ყველაზე რეალური მომენტი მექს მეერდინკს შეექმნა, თუმცა „ალკმაარის“ ფორვარდმა როგორღაც მოახერხა და ცარიელ კარში ვერ შეაგდო.

ნიდერლანდელებმა ბოლომდე იბრძოლეს და წონასწორობა მაინც აღადგინეს. მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე რუბენ ვან ბომელის ბრწყინვალე პასით კოდი გაკპომ ისარგებლა და საკუთარი გუნდი მარცხს გადაარჩინა.

ცნობისთვის, გერმანიისა და ნიდერლანდების გარდა, ჯგუფში სერბეთი და საბერძნეთი არიან. ამ გუნდების შეხვედრა ბერძნების გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. „ბუნდესმანშაფტის“ მომდევნო მეტოქე სწორედ საბერძნეთია, ნიდერლანდების კი — სერბეთი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პროვოკაციები მისი სტრატეგიის ნაწილია“ | პიოტრ იანმა მერაბზე ისაუბრა
„პროვოკაციები მისი სტრატეგიის ნაწილია“ | პიოტრ იანმა მერაბზე ისაუბრა