„ჩემი თამაშის ყურება ხალხს ყველაზე მეტად სიამოვნებს“ - იამალი ოქროს ბურთზე
ლამინ იამალმა „ოქროს ბურთის“ შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ სხვა ფეხბურთელებს შორის თავისი თამაშით გამოირჩევა.
„ვფიქრობ, ჩემი სათამაშო სტილი, ჩემი პიროვნება... ევროპულ ფეხბურთში ყოველთვის ემახსოვრებათ მესი და ისიამოვნებენ ასეთი თამაშით. ევროპაში ამჟამად ცოტაა ისეთი ფეხბურთელი, როგორიც მე ვარ, რომელიც საკუთარი თამაშით სიამოვნების მიღების საშუალებას იძლევა. მე ამას ვხედავ, ეს ჩემი მიზანია.
ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემი კერპი ნეიმარია. მიმაჩნია, რომ ეს (თამაშის სტილი) „ოქროს ბურთის“ გადაცემისას უნდა იყოს გათვალისწინებული - ის უნდა მიიღოს საუკეთესო ფეხბურთელმა, ვისი თამაშითაც სიამოვნებას იღებ. ვინც სხვებზე მაღლა დგას და ეს მოგწონს - ეს გამომარჩევს მე.
გასულ წელს ჩემპიონთა ლიგა დამაკლდა, რომელიც „პსჟ-მ“ მოიგო. მაგრამ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგეთ. გასულ სეზონში არაფერს შევცვლიდი, თუმცა ჯილდო ჩემზე არ არის დამოკიდებული.
ცოტა თუ თამაშობს ისე, როგორც მე და შეუძლია ადამიანებს თამაშით ამდენი სიამოვნება მიანიჭოს. ეს უნდა იყოს გათვალისწინებული „ოქროს ბურთის“ გადაცემისას.
ადამიანები ხშირად ითხოვენ იმას, რაც თავად მერე აღარ უნდათ. ისინი ფეხბურთელებისგან გულწრფელობას ითხოვენ, მაგრამ როცა მე გულწრფელად ვსაუბრობ, კითხულობენ: „როგორ შეეძლო ამის თქმა?“
უბრალოდ, ასეთი ვარ. არ მინდა ვინმე მოვატყუო და ვაპირებ კარიერის დასრულებამდე ასეთად დავრჩე“.
- თქვა იამალმა.