კრიშტიანუ რონალდუ, პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„მუნდიალის შემდეგ ნაკრებიდან წასვლაზე ვფიქრობდი“ - რონალდუს აღიარება

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ ერთა ლიგის პირველი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის აღიარა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა.

„იქნება თუ არა ეს ჩემი ბოლო წელი? არ ვიცი, მხოლოდ ამჟამინდელ ამოცანებზე ვფიქრობ. აქ ვარ და ვიცი, რომ ფედერაციას ჩემი იმედი აქვს. შესაძლოა, ეს ბოლო წელი იყოს - ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ვიგრძნობ თავს.

კვლავ ყველას ვუმტკიცებ, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებ. ამას ყოველდღე ვადასტურებ - გოლები გამაქვს როგორც კლუბში, ისე ნაკრებში.

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ნაკრებიდან წასვლაზე ვფიქრობდი, მაგრამ გავესაუბრე პრეზიდენტს, მწვრთნელს და ისევ აქ ვარ. მჯერა, რომ სარგებლის მოტანა შემიძლია“.

ცნობისთვის, პორტუგალიის ნაკრები ერთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია და ტიტულის დაცვას უელსთან საშინაო შეხვედრით დღეს დაიწყებს. ამავე ჯგუფში ნორვეგიისა და დანიის ნაკრებები ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი სტატუსი ჩემს გადაწყვეტილებებზე არ მოქმედებს“ | ჟორჟე ჟეზუსი რონალდუს გამოძახებაზე
„მისი სტატუსი ჩემს გადაწყვეტილებებზე არ მოქმედებს“ | ჟორჟე ჟეზუსი რონალდუს გამოძახებაზე