რატომ არ შეუშვეს სომალელი მსაჯი აშშ-ში | ცნობილია მიზეზი
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე საფეხბურთო სამყაროს ყურადღება სომალელმა მსაჯმა, ომარ არტანმა, მიიქცია. მას მუნდიალზე უნდა ემუშავა და აშშ-ში სტამბულიდან გაფრინდა, თუმცა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს და უკან გააბრუნეს.
Fox News დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელს დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ ჰკითხა. ავტორიტეტულმა გამოცემამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ახსნილია, რომ ეს გადაწყვეტილება ტერორისტული ორგანიზაციების სავარაუდო წევრებთან კავშირის გამო იქნა მიღებული.
„აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურის მიერ განმეორებითი/დამატებითი შემოწმების შედეგად გამოვლინდა კომპრომატები, მათ შორის – კავშირი ტერორისტული ორგანიზაციების სავარაუდო წევრებთან, რის გამოც მოგზაურს, „იმიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ კანონის“ თანახმად, უარი ეთქვა ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლაზე. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია არ დაუშვებს ჩვენს ქვეყანაში რაიმე სახის საფრთხის შემოღწევას – წერტილი“, — ნათვამია განცხადებაში.
სომალელმა არბიტრმა აღნიშნა, რომ საზღვარზე, აშშ-ის მხარეს, კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია. მოგვიანებით FIFA-მ დაადასტურა, რომ სომალელი არბიტრი მსოფლიოს თამაშებს აღარ მოემსახურებოდა.