თორნიკე კვარაცხელიამ რუმინეთს გაუტანა | 17-წლამდე ნაკრების მარცხი
გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილი საქართველოს 17-წლამდე ნაკრები რუმინეთთან 1:3 დამარცხდა. ანგარიში თორნიკე კვარაცხელიამ გახსნა, თუმცა რუმინეთმა თამაში შემოატრიალა, მეორე ტაიმში ვლად პეტრეანუმ, პატრიკ ბუდესკუმ და მატეი პადურემ გაიტანეს.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: მოელერი, კობზონაძე, ფოცხვერია, უღრელიძე (ნებიერიძე 81), თომაევი (ილია კვარაცხელია 58), კაკულია (სახვაძე 58), ქურასბედიანი (კოჭუაშვილი 70), ჩიქოვანი, მაჭარაშვილი (ოჩიგავა 70), თორნიკე კვარაცხელია (დუმბაძე 81), ჭიკაიძე (გოგუა 70)
შეგახსენებთ, მიმდინარე შეკრების ფარგლებში 17-წლამდე ნაკრებმა ორი მატჩი ჩაატარა, თურქეთთან 1:2 დამარცხდა, ჩიტაურის გუნდიდან ამ მატჩშიც კვარაცხელიამ შეაგდო.