მან. იუნაიტედი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა - კლუბის ოფიციალური განცხადება
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ გუნდიდან 3 მოთამაშის წასვლის შესახებ გამოაცხადა.
კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაიით, „წითელი ეშმაკები“ კაზემირომ, ტაირელ მალასიამ და ჯეიდონ სანჩომ დატოვეს.
სამივე მათგანს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 30 ივნისს ეწურებათ და შესაბამისად, ხელშეკრულება აღარ გაახანგრძლივებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებენ.
კაზემირო მანჩესტერულ გუნდს 2022 წელს შეუერთდა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 160 მატჩში 26 გოლი გაიტანა. კაზემიროს მსგავსად, „წითელმა ეშმაკებმა“ მალასიაც 2022 წელს დაიმატეს და ტრავმების გამო თავისი შესაძლებლობების გამოვლენა ვერ შეძლო. 4 წლის განმავლობაში მან „იუნაიტედში“ მხოლოდ 50 ჭეხვედრა ჩაატარა. სანჩო კი კლუბს 2021 წელს შეუერთდა და 83 მატჩში მოირგო „წითელი ეშმაკების“ მაისური.