გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

სელტა ინტერესდება | El Desmarque-ის ჟურნალისტი ქოჩორაშვილზე წერს

გიორგი ქოჩორაშვილის მომავალთან დაკავშირებით პორტუგალიურ პრესაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა. A Bola-მ დაწერა, რომ ქართველ ფეხბურთელს „სპორტინგის“ დატოვება გადაწყვეტილი აქვს და ესპანეთში დაბრუნება სურს.

მოგვიანებით El Desmarque-ის ჟურნალისტმა, დიეგო ოტერომ, ქოჩორაშვილი „სელტას“ დაუკავშირა. მისი ცნობით, ვიგოელები გიორგის ვარიანტს განიხილავენ და დიდი შანსია, „ლომებს“ შეთავაზებით მიმართონ.

„სელტასთან“ დაახლოებული წყაროების მიხედვით, ვიგოელებს „ქოჩოს“ საფეხბურთო პროფილი ძალიან მოსწონთ და თვლიან, რომ ის შემადგენლობაში ბალანსსა და ინტენსივობას შეიტანს. ასევე, „სელტას“ სამწვრთნელო შტაბი აფასებს ქოჩორაშვილის ბურთის ამოტანისა და შეტევების საკუთარი ნახევრიდან წამოწყების უნარს.

ვიგოელთა მთავარი პრობლემა „სპორტინგის“ მოთხოვნებია. „ლომების“ მიზანია, ქოჩორაშვილში ჩადებული ინვესტიცია, რომელიც 5.5 მილიონ ევროს შეადგენს, სრულად ამოიღონ. ეს შესაძლოა, ესპანური კლუბებისთვის სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეორე რაუნდი არ დაიწყება“ | ილიასა და გეიჯის პირისპირი ინტერვიუ
„მეორე რაუნდი არ დაიწყება“ | ილიასა და გეიჯის პირისპირი ინტერვიუ