ლიონელ მესი, ლაუტარო მარტინესი
Aa
Aa

მესის პირველ შეხებას პენალტი მოჰყვა | არგენტინამ ისლანდია დაამარცხა

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, არგენტინის ეროვნული ნაკრები, მუნდიალისთვის ემზადება. „ალბისელესტემ“ ამხანაგური შეხვედრა გამართა, რომელშიც ისლანდიას დაუპირისპირდა. ლიონელ სკალონის გუნდმა მეტოქე 3:0 დაამარცხა და ალჟირთან მატჩს კარგი განწყობით ხვდება.

თამაშის პირველი გოლი მე-8 წუთზე გავიდა და არგენტინა ვალენტინ ბარკომ დააწინაურა. პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა, მეორე ნახევარში კი სკალონიმ ცხრა ფეხბურთელი შეცვალა. 70-ე წუთზე მოედანზე ლიონელ მესი გამოჩნდა. ცვლილებიდან რამდენიმე წამის შემდეგ, როდესაც „ლა პულგა“ ბურთს პირველად შეეხო, მან ბრწყინვალე გადაცემა გააკეთა და ლაუტარო მარტინესი მეკარესთან პირისპირ დატოვა.

ისლანდიელთა გოლკიპერმა, ელიას ოლაფსონმა, ლაუტარო წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც მესიმ გამოიყენა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ტიაგო ალმადამ დააფიქსირა, რომელმაც 86-ე წუთზე როდრიგო დე პოლის პასით გაიტანა.

საინტერესოა, რომ არგენტინისა და ისლანდიის მატჩი რეკორდული გამოდგა. შეხვედრას ალაბამას შტატის ქალაქ ობერნში მდებარე „ჯორდან-ჰეირ სთედიუმმა“ უმასპინძლა და თამაშს 88 043 ადამიანი დაესწრო, რაც ისტორიული შედეგია. ალაბამას შტატში, საფეხბურთო მატჩზე, ამაზე მეტი მაყურებელი სტადიონზე აქამდე არასდროს მისულა.

ცნობისთვის, არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის J ჯგუფშია და პირველ შეხვედრას ალჟირის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 17 ივნისს, თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
150-მილიონიანი შეთავაზება - ატლეტიკომ ხულიან ალვარესის გაყიდვაზე უარი თქვა
150-მილიონიანი შეთავაზება - ატლეტიკომ ხულიან ალვარესის გაყიდვაზე უარი თქვა