მანუჩარ მარკოიშვილი
Aa
Aa

მარკოიშვილმა მონაკო ფინალში გაიყვანა - ერთი ნაბიჯი ჩემპიონობამდე

„მონაკო“ საფრანგეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ნახევარფინალის მეოთხე შეხვედრაში მანუჩარ მარკოიშვილის მომზადებულმა „თავადებმა“ სტუმრად „ნანტერი“ 11-ქულიანი სხვაობით, 89:78 დაამარცხეს, სერიაში 3:1 გაიმარჯვეს და გადამწყვეტ მატჩში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, სადაც მათი მეტოქე „პარიზი“ - შოლეს“ წყვილის გამარჯვებული იქნება.

მარკოიშვილის მომზადებულ კალათბურთელებს შორის ყველაზე შედეგიანი ელი ოკობო იყო, რომელმაც 30 წუთში 24 ქულა, 4 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მან სამიდან ერთი სამქულიანი, ცხრიდან ხუთი ორქულიანი და ცამეტიდან თერთმეტი საჯარიმო ჩააგდო. რაც შეეხება „ნანტერს“, ამ გუნდში დონტა სკოტმა 27 წუთში დაგროვებული 22 ქულით, 3 მოხსნითა და 1 გადაცემით გამოიჩინა თავი.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი სამი სეზონია „მონაკო“ საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში გადის და თუ 2023-2024 წლებში ოქროს მედლები დაისაკუთრა, შარშან გადამწყვეტი შეხვედრა წააგო და ქართველი მწვრთნელის ხელმძღვანელობით წელს ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებას შეეცდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    შენგელიას 12 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი | ბარსამ მურსიას გადამწყვეტი მატჩი მოუგო
    შენგელიას 12 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი | ბარსამ მურსიას გადამწყვეტი მატჩი მოუგო