სტეფ კარი
Aa
Aa

„ყველა დროის საუკეთესო გამთამაშებელი ვარ“ - კარი არენასთან გაიხსნა

სტეფ კარისთვის და მისი „გოლდენ სტეიტისთვის“ წლევანდელი სეზონი ნაადრევად დასრულდა, რის გამოც ამ უკანასკნელს ნაკლებად გადატვირთული გრაფიკი აქვს და სოციალურ ქსელში აქტიურობის გარდა, სხვადასხვა სპორტულ შოუებშიც ხშირად დადის. „უორიორსის“ ლიდერი ამჯერად გილბერტ არენასის სტუმარი გახლდათ და მათ საინტერესო საუბარი გამოუვიდათ.

გილბერტ არენასი

სტეფ, შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ შენ NBA-ს ყველა დროის საუკეთესო გამთამაშებელი ხარ?

სტეფ კარი

დიახ, შენ ასე ფიქრობ? კარგი აზრია და მომწონს ასეთი შეფასება. შეიძლება ასეც ითქვას - ალბათ მე და მეჯიქ ჯონსონი.

გილბერტ არენასი

ხშირად ვფიქრობ 90-იან წლებზე, როდესაც ბავშვი ვიყავი. მაშინ 2.06 სანტიმეტრი სიმაღლის არც ერთ კალათბურთელს გამთამაშებლის პოზიციაზე ასპარეზობა არ სურდა. თუმცა, ახლა ვხედავ, რომ ყველა ბავშვს უნდა იყოს სტეფ კარი. ვუყურებ სტატისტიკას და ვაკეთებ დასკვნას: ჯერ იყო ჯონსონი, შემდეგ კი კარი. თუმცა, როდესაც ვხედავ, ვის ბაძავენ ბავშვები, ვხვდები, რომ ვცდები და შენ უფრო წინ დგახარ.

სტეფ კარი

საოცარი კალათბურთელის გვერდით მახსენებ. თვითონ ფაქტი, რომ ჩვენს შედარებაზე მიდის საუბარი, ჩემთვის დაუჯერებელია. არასოდეს არ მიფიქრია, რომ მსგავს პოზიციაზე აღმოვჩნდებოდი. მას რომ ვაჯობო, ეს დიდი გამოწვევაა და ამის შანსი ნამდვილად არსებობს, რადგან ჯერ კიდევ ვთამაშობ და წასვლას არ ვაპირებ.

ცნობისათვის, 38 წლის სტეფ კარი „გოლდენ სტეიტის“ შემადგენლობაში NBA-ს ჩემპიონი ოთხჯერ, 2015, 2017, 2018 და 2022 წლებში გახდა, 2022 წელს კი ფინალის MVP-ის პრიზიც მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნიქსის სერიოზული განაცხადი - წინ ნიუ-იორკული მატჩებია
ნიქსის სერიოზული განაცხადი - წინ ნიუ-იორკული მატჩებია