ლუკა დონჩიჩი, ლებრონ ჯეიმსი, ჩარლზ ბარკლი
Aa
Aa

„ლებრონის წასვლის დროა“ - ბარკლის ხმაურიანი განცხადება

NBA-ს წლევანდელ სეზონში „ლეიკერსმა“ გულშემატკივრებს იმედები კიდევ ერთხელ გაუცრუა და „ოკლაჰომასთან“ პლეი ოფის სერიაში უშანსოდ, 0:4 დამარცხდა. ყველა კარგად ხვდება, რამდენად დიდი დანაკლისი იყო კალიფორნიელებისთვის ტრავმირებული ლუკა დონჩიჩის არყოფნა, თუმცა ლებრონ ჯეიმსისგან გაცილებით მეტს ელოდნენ. სწორედ მის თემას შეეხო ლეგენდარული ჩარლზ ბარკლი და საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა.

რას ამბობს ბარკლი

ლებრონის „ლეიკერსში“ დარჩენას არანაირი აზრი არ აქვს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ის დასავლეთ კონფერენციაში კონკურენტული აღარ არის და მეორე იმის გამო, რომ დროა კლუბში ლიდერობა საკუთარ თავზე ლუკა დონჩიჩმა აიღოს. ასაკის მატებასთან ერთად ჯეიმსი რომ არ გაუმჯობესდება, ყველა კარგად ხვდება.

 ხომ ნახეთ ლეიკერსმა პლეი ოფი მშრალი ანგარიშით წააგო და მერწმუნეთ, დონჩიჩი ჯანმრთელად რომ ყოფილიყო, ისინი კონფერენციას მაინც ვერ მოიგებდნენ. სანამ ლეიკერსის ლიდერი 42 წლის კალათბურთელი იქნება, ეს გუნდი წინააღმდეგობას ვერც „სან ანტონიოს“ გაუწევს, ვერც „ოკლაჰომას“ და ვერც „მინესოტას“.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს სუპერფინალურ სერიაში სან ანტონიოში გამართული ორივე შეხვედრა „ნიქსმა“ მოიგო და საკუთარ დარბაზში გასამართი მატჩების წინ კომფორტული უპირატესობა შეიქმნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეოთხედ - რონალდუ ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია
ზედიზედ მეოთხედ - რონალდუ ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია