კარლ-ენტონი თაუნსი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

ნიქსის სერიოზული განაცხადი - წინ ნიუ-იორკული მატჩებია

NBA-ს სუპერფინალურ სერიაში „ნიქსმა“ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. ნიუ-იორკელებმა „სან ანტონიოს“ სტუმრად მეორე მატჩიც მოუგეს და ახლა თუ ორივე საშინაო შეხვედრაში გაიმარჯვებენ, შესაძლოა სერია ნაადრევადაც დაასრულონ. თბილისის დროით დღეს გამთენიისას გამართულ თამაშში კარლ-ენტონი თაუნსმა და მისმა თანაგუნდელებმა „სპურსი“ მინიმალური სხვაობით, 105:104 დაამარცხეს.

თაუნსზე განსაკუთრებით ყურადღება ტყუილად არ გაგვიმახვილებია, რადგან „ნიქსის“ რიგებში საუკეთესო სწორედ ის გახლდათ და პარკეტზე გატარებულ 34 წუთში 21 ქულასთან ერთად, 13 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება დააგროვა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. თაუნსმა ხუთიდან სამი სამქულიანი, შვიდიდან ხუთი ორქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. რაც შეეხება „სან ანტონიოს“ ლიდერს, ვიქტორ ვემბანიამამ 40 წუთში თავი 29 ქულას, 9 მოხსნას, 2 შედეგიან პასს, 2 ჩაჭრას და 4 დაფარებას მოუყარა თავი.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ახლა სერია ნიუ-იორკში გადაინაცვლებს და მომდევნო მატჩს, რომელიც თბილისის დროით 9 ივნისს, 04:30 წუთზე დაიწყება, „ნიქსის“ დარბაზში უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელია საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო | ბარსამ მურსიასთან სერია ვერ დახურა
შენგელია საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო | ბარსამ მურსიასთან სერია ვერ დახურა