ალექსანდრე მერკვილაძე
Aa
Aa

საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო | მერკვილაძის 15 ქულა ფინალურ სერიაში

ბელგიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურ სერიაში ალექსანდრე მერკვილაძის „ოოსტენდე“ „ანტვერპ ჯიანთსს“ ხვდება. „ოოსტენდემ“ პირველი თამაში სტუმრად გამართა და 83:100 დამარცხდა.

მერკვილაძემ პარკეტზე 17 წუთი და 22 წამი გაატარა, მაგრამ საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო. ალექსანდრემ 15 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 6 სროლა გამოიყენა და სამივე ქულა საკუთარ ფარზე ჰქონდა.

მერკვილაძემ 3-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და 5-დან 3 სამქულიანი გაიფორმა. მის გარდა 13-13 ქულა გუსტავსონმა და იაკოვმა დააგროვეს, ხოლო თაითან ანდერსონმა 10 ქულა მიითვალა.

ცნობისთვის, „ანტვერპ ჯაიანთსი“ 1:0-ს იგებს და მომდევნო შეხვედრას სტუმრად გამართავს. „ოოსტენდე“ მეტოქეს 6 ივნისს უმასპინძლებს და მატჩი თბილისის დროით, 22:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქედმაღლობა და პირადი წაკბენები | არნე სლოტის დამოკიდებულება ლივერპულში
ქედმაღლობა და პირადი წაკბენები | არნე სლოტის დამოკიდებულება ლივერპულში