ქედმაღლობა და პირადი წაკბენები | არნე სლოტის დამოკიდებულება ლივერპულში
BILD-მა გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელზე, არნე სლოტზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. გერმანული გამოცემის მიხედვით, სლოტს რამდენიმე ფეხბურთელთან მიმართებით უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა და მათზე უცნაურ კომენტარებს აკეთებდა.
BILD-ის მიხედვით, სლოტის „ლივერპულში“ ჯანსაღი კრიტიკა გაქრა და ქედმაღლური დამოკიდებულებისა და პირადი წაკბენების კომბინაციად გადაიქცა. გერმანულ გამოცემას ორი მაგალითიც მოჰყავს და პირველი გუნდში ზაფხულში გადასულ ფეხბურთელებს ეხებათ.
BILD-ის მიხედვით, სლოტი მათ ეუბნებოდა: „პრემიერ ლიგა მოგიგია?“ გარდა ამისა, როდესაც ის ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილების მქონე ფეხბურთელების ასპარეზობას აანალიზებდა, ამბობდა: „ასე გერმანიაში კი ითამაშებდი.“
შეგახსენებთ, რომ სლოტი ანდონი ირაოლამ ჩაანაცვლა. 43 წლის სპეციალისტი ბოლოს „ბორნმუთს“ წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა პრემიერ ლიგის გასული სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა.