ხვიჩა კვარაცხელია, კახა კალაძე, ანდრეი არშავინი
Aa
Aa

არშავინი: პოსტსაბჭოთა სივრცეში კვარაზე წინ მხოლოდ შევჩენკოა

სანქტ-პეტერბურგის „ზენიტისა“ და ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა შემტევმა, ანდრეი არშავინმა უპასუხა კითხვას, თუ რა უნდა გააკეთოს ხვიჩა კვარაცხელიამ იმისათვის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო მოთამაშე გახდეს.

არშავინის აზრით, ჯერჯერობით ასეთ ფეხბურთელად „მილანის“ ექს-თავდამსხმელი, ანდრეი შევჩენკო რჩება.

- რას უნდა მიაღწიოს ხვიჩამ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო მოთამაშე გახდეს?

„ოქროს ბურთი“ უნდა მოიგოს“.

- და ვის ჩამორჩება ის ჯერჯერობით?

„მხოლოდ შევჩენკოს“.

- ჩვენ ვსაუბრობთ პოსტსაბჭოთა სივრცეზე 1991 წლიდან. ანუ, ეს ნამდვილად შევჩენკოა, სხვა ვინ?

„შემდეგი ხვიჩაა“.

- და მათ შემდეგ? ანუ სხვა საერთოდ არავინაა ახლოს?

„კიდევ კალაძეს დავასახელებ“. - განაცხადა არშავინმა Fonbet-ის YouTube-არხზე სტუმრობისას.

ცნობისთვის, ანდრეი შევჩენკომ, რომელიც კიევის „დინამოს“, „მილანისა“ და ლონდონის „ჩელსის“ ღირსებას იცავდა, „ოქროს ბურთი“ 2004 წელს მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები