მამარდაშვილი თურქეთში? - ბეშიქთაშმა ლივერპულს ოფიციალურად მიმართა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა შესაძლოა კარიერა თურქეთში გააგრძელოს. თურქული მედიის ინფორმაციით, ქართველი კიპერის დამატებით აქტიურად ინტერესდება ბეშიქთაში, რომელმაც მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
გამოცემა Besiktas-Plus-ის ცნობით, სტამბოლურმა კლუბმა მამარდაშვილის ტრანსფერის თაობაზე ლივერპულს ოფიციალურად მიმართა და ფეხბურთელის დამატების შესაძლებლობას განიხილავს.
გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის ქართველ მეკარეს სურს ისეთ გუნდში ითამაშოს, სადაც რეგულარულ სათამაშო პრაქტიკას მიიღებს. სწორედ ამიტომ „ბეშიქთაშის“ ვარიანტი მისთვის საინტერესო შეიძლება იყოს.
????????ÖZEL - BEŞİKTAŞ, AVRUPA’YI SARSACAK BİR KALECİ OPERASYONUNA BAŞLADI!
— Besiktas + News (@Besiiktas_Plus) June 7, 2026
Beşiktaş, Giorgi Mamardashvili için Liverpool ile ilk teması kurdu.
Gürcü kaleci düzenli forma giyeceği bir takımda oynamak istiyor.
Beşiktaş ise transferi kiralık + opsiyon formülüyle bitirmenin peşinde. pic.twitter.com/ENyGm6IAto
თურქული წყაროების ცნობით, სტამბოლური კლუბი ტრანსფერის განხორციელებას იჯარის ფორმით გეგმავს და შეთანხმებაში გამოსყიდვის უფლების ჩართვაც სურს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მზად არის „ლივერპული“ მსგავსი პირობებზე დასათანხმებლად.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი ბოლო წლებში ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ახალგაზრდა მეკარედ ჩამოყალიბდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი მისთვის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი აღმოჩნდა, სადაც საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო და თავისი თამაშით არაერთი ევროპული კლუბის ყურადღება მიიპყრო.
ქართველი კიპერის მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთ საინტერესო თემად რჩება. თუ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, მამარდაშვილი კარიერას თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბში გააგრძელებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება „ლივერპულის“ პოზიციაზე იქნება დამოკიდებული.