ნიუ იორკ ნიქსი, ჯეილენ ბრანსონი, სან ანტონიო სპურსი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

18 ქულით მოგებული მეოთხედი საკმარისი არ აღმოჩნდა | ნიქსმა სან ანტონიოსთან წააგო

NBA-ის სუპერფინალური სერიის მესამე შეხვედრა „მედისონ სქუეარ გარდენში“ გაიმართა. „ნიუ იორკ ნიქსმა“ საშინაო არენაზე პირველად იასპარეზა და, სტუმრად მოგებული ორი თამაშის შემდეგ, „სან ანტონიო სპურსთან“ 111:115 დამარცხდა.

მატჩი ტეხასელთა უპირატესობით დაიწყო და „სან ანტონიომ“ პირველი მეოთხედი 33:22 მოიგო. „ნიქსმა“ მეორე პერიოდი ფენომენალურად ჩაატარა. „ნიუ იორკმა“ მეტოქეზე 18-ით მეტი, 42 ქულა ჩააგდო და შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობით გავიდა — 64:57.

მესამე მეოთხედში „სან ანტონიო“ უკეთესი იყო და გადამწყვეტი თორმეტწუთეულის წინ ერთი ქულით დაწინაურდა — 92:91. ბოლო პერიოდი „სპურსის“ 6-ქულიანი გაქცევით დაიწყო და „სან ანტონიომ“ მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება აღარ მისცა.

„სპურსის“ რიგებში საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა იყო — 32 ქულა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 3 დაფარება, 2 ჩაჭრა. სტეფონ კასლს 23 ქულა ჰქონდა. დილან ჰარპერმა 13 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ხოლო დე’აარონ ფოქსმა 12 ქულა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

„ნიქსის“ მხრიდან საუკეთესო ჯეილენ ბრანსონი იყო — 32 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი. ოჯი ანუნობიმ 28 ქულა დააგროვა. ჯოშ ჰარტმა 16 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ხოლო კარლ-ენტონი თაუნსს 11 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა.

ცნობისთვის, „ნიუ იორკი“ სერიას 2:1-ს იგებს და მომდევნო შეხვედრას ისევ საშინაო არენაზე გამართავს. მატჩი 11 ივნისს არის დანიშნული და თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხელოვნური ინტელექტი ეგონა | ჯო როგანმა და დევონ ლარატმა საგინაშვილზე ისაუბრეს
ხელოვნური ინტელექტი ეგონა | ჯო როგანმა და დევონ ლარატმა საგინაშვილზე ისაუბრეს