ლევან საგინაშვილი, დევონ ლარატი
Aa
Aa

ხელოვნური ინტელექტი ეგონა | ჯო როგანმა და დევონ ლარატმა საგინაშვილზე ისაუბრეს

ცნობილი მკლავჭიდელი, დევონ ლარატი, ჯო როგანის პოდკასტის სტუმარი იყო. კანადელმა სპორტსმენმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა და ლევან საგინაშვილიც ახსენა. როგანმა პროდიუსერს სთხოვა, „ქართველი ჰალკის“ ფოტოები ეჩვენებინა და ეგონა, რომ ერთ-ერთი ფოტო ხელოვნური ინტელექტით იყო გაკეთებული.

ჯო როგანი: „როგორ გამოიყურება ლევანი? მისი ფოტოები მაჩვენე. რა გვარია?“

დევონ ლარატი: „საგინაშვილი. ის ჩვენი სპორტის უმაღლესი წერტილის განსახიერებაა. ეს ბიჭი ძალიან მიყვარს“.

ჯო როგანი (მას შემდეგ, რაც ლევანის ფოტოები ნახა): „შეხედეთ, ეს ტიპი რამხელაა! ღმერთო ჩემო. შეუძლებელია, ეს რეალობა იყოს. ხელოვნური ინტელექტის ფოტოა? ხელოვნური ინტელექტია? ღმერთო ჩემო. ნამდვილი სამეცნიერო პროექტია“.

დევონ ლარატი: „ლევანი ამ სპორტის უმაღლეს წერტილზეა. ის საქართველოდანაა და წონასთან შედარებით საოცარი ძალა აქვს. მას 2017 წლის შემდეგ არ წაუგია და ყველა მიწასთან გაასწორა. ძალიან ჭკვიანი და კარგი ბიჭია, მაგრად მიყვარს. ყოველ ჯერზე, როდესაც შანსი მიეცა, უბრალოდ გამანადგურა. ძალიან მკაცრ პირობებში გაიზარდა და მსოფლიო ჩემპიონობამდე რთული გზა გაიარა. 10 წელია არ წაუგია!

პირველად, როდესაც ლევანს შევხვდი, მკლავის ორთავა კუნთი გამიწყვიტა. კატის ტატუ მახატია, რადგან მატჩამდე მას 190 კილოგრამი წონის მქონე კატას ვეძახდი. გარდა ამისა, ქართულად მაწერია: „აქ იყო ლევანი“.

საგინაშვილი მაგრად მიყვარს, ბრწყინვალე ადამიანია და თავისი გამოსვლით ამ სპორტის დონეს ამაღლებს. მის წინააღმდეგ ასპარეზობა ურთულესია. ლევანი რომ არა, ისეთი შემართებით აღარ ვივარჯიშებდი. ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ჩემპიონი ვარ, მაგრამ როდესაც ჩემპიონი არ ხარ, ბედნიერი არ ხარ. ყველაფერს აკეთებ, რათა ტიტული დაისაკუთრო“.

ცნობისთვის, ლარატს საგინაშვილთან ორჯერ უასპარეზია და ორჯერვე დამარცხდა. დევონმა აღნიშნა, რომ ლევანთან მესამე შეხვედრის გამართვა სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შხამიანი გველები | შვეიცარიის ნაკრების ბაზის შეცვლას ცდილობს
შხამიანი გველები | შვეიცარიის ნაკრების ბაზის შეცვლას ცდილობს