ვახტანგ ახობაძე
Aa
Aa

ევროპის შემდეგ მსოფლიო - ახობაძის მეოთხე ტრიუმფი

ვახტანგ ახობაძის მორიგი ტრიუმფი - ქართველი პარამკლავჭიდელი მსოფლიოს ჩემპიონია. ბულგარეთში გამართული ტურნირის ფინალში ქართველმა პარასპორტსმენმა საერთაშორისო ათლეტის სტატუსით მოასპარეზე რუსი მეტოქე დმიტრი ოკულოვი დაამარცხა და პლანეტის პირველობა მეოთხედ მოიგო.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხი ტრიუმფის გარდა, ახობაძე ევროპის პირველობის სამგზის გამარჯვებულიცაა.

ამავე ტურნირზე, თუმცა სხვა წონით კატეგორიაში მონაწილეობდა ვახოს წინა მოწინააღმდეგე ბექბოსუნ ტოქტოსუნი, რომელმაც ქართველის მსგავსად, ოქროს მედალი მოიპოვა და ახობაძისგან მილოცვა მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახობაძის მესამე ტრიუმფი - ქართველი პარამკლავჭიდელი ევროპის ჩემპიონია
ახობაძის მესამე ტრიუმფი - ქართველი პარამკლავჭიდელი ევროპის ჩემპიონია