მერაბ დვალიშვილი, კორი სენდჰეგენი, ჯონ ვუდი
Aa
Aa

„ასეთი მერაბი ჯერ არ გინახავთ, ის ახლა ფინიშებს ეძებს“ - ჯონ ვუდი

მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა ჯონ ვუდმა Home of Fight-თან ინტერვიუში სატიტულო ჩხუბისთვის მზადებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გულშემატკივრები UFC 320-ზე „მანქანის“ გაუმჯობესებულ ვერსიას იხილავენ.

რას ამბობს ვუდი:

„კორი სენდჰეგენის დიდი ფანი ვარ, მომწონს მისი სტილი. ის სანახაობრივი მებრძოლია. მან დაიმსახურა სატიტულო ბრძოლა და მერაბთან ჩხუბს შესანიშნავ ფორმაში შეხვდება. საინტერესო იქნება ამ ჩხუბისთვის გეგმის შემუშავება. ვფიქრობ, ისეთი ჩხუბი იქნება, როგორსაც მერაბი არის მიჩვეული. პირველ ორ რაუნდში ძალიან მაღალ ტემპს ველოდები, შემდეგ კი მერაბი გააკეთებს იმას, რასაც ყველაზე კარგად აკეთებს.

დვალიშვილი დარბაზში წარმოუდგენლად მუშაობს. ვერც კი აღვწერ, რამდენად გააუმჯობესა მერაბმა თავისი უნარები. მთელი დარბაზი მასზე საუბრობს. მერაბი აღარაა ის მებრძოლი, რომელიც ათასჯერ დაგაგდებს, ახლა ის ფინიშებს ეძებს და ცდილობს, ხალხს სანახაობა შესთავაზოს. სენდჰეგენის წინააღმდეგ სულ სხვა მერაბ დვალიშვილს იხილავთ.

როდესაც მერაბთან მუშაობს, მას უბრალოდ ეუბნები - გააკეთე ესა და ეს, და ყველაფერი კარგად იქნება. მერაბს არ აინტერესებს, რა გეგმა აქვს მის მეტოქეს - ის მოძებნის საშუალებას, გააკეთოს ის, რაც შენ უთხარი. შესანიშნავი კემპი გვაქვს და მერაბი ნებისმიერი სცენარისთვის მზად იქნება.

პანტოჟასთან ჩხუბი? მინდა, რომ მერაბმა ეს სერია გააგრძელოს და ისე დაასრულოს კარიერა, რომ მის რეკორდებს ვერავინ მიუახლოვდეს. ამიტომ წონის შეცვლას არ განვიხილავთ. თუ პანტოჟა გადაწყვეტს სუპერმსუბუქში ჩხუბს, ამას წინ ვერაფერი დაუდგება. UFC-ის უჭირს მისთვის მეტოქეების მოძებნა, ამიტომ პანტოჟას ამოსვლა მისთვის უფრო ლოგიკურია. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, მერაბი უკვე მეორე წრეზე მედის, ახლა უკვე ჩემპიონის სტატუსით. დვალიშვილი მიიღებს ყველა ბრძოლას, რომელსაც მას შესთავაზებენ“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი ჩემპიონის ქამარს მესამედ კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ დაიცავს. მათი ჩხუბი UFC 320-ის თანამთავარი მოვლენა იქნება და თბილისის დროით 5 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ათას სისულელეს ამბობს“ | უმარის მენეჯერის განცხადება და მერაბის სასაცილო პოსტი
„ათას სისულელეს ამბობს“ | უმარის მენეჯერის განცხადება და მერაბის სასაცილო პოსტი