ვახტანგ ახობაძე
Aa
Aa

ახობაძის მესამე ტრიუმფი - ქართველი პარამკლავჭიდელი ევროპის ჩემპიონია

რუმინეთში გამართული პარამკლავჭიდის ევროპის ჩემპიონატი ვახტანგ ახობაძისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ქართველმა პარასპორტსმენმა ტრადიციულად ყველა შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა, მეტოქეებს ერთი თავით აღემატებოდა და როგორც შეჯიბრების მთავარ ფავორიტსა და უპირობო ლიდერს შეეფერება, ოქროს მედალი ერთი ამოსუნთქვით მოიპოვა.

ახობაძემ გადამწყვეტ შეხვედრამდე სამ მოწინააღმდეგეს მარტივად აჯობა და საკუთარი სიძლიერის დამტკიცება არც ფინალში გასჭირვებია, სადაც  ოქროს მედლისთვის კონკურენციას უკრაინელი დმიტრო ლუციშინი უწევდა და მას ორივე ცდაზე მოუგო, რითაც კარიერაში ევროპის ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა. ამავე, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში კიდევ ერთი ქართველი თორნიკე ალბუთაშვილი გამოდიოდა, რომელმაც მეოთხე ადგილი დაიკავა და საპრიზო სამეულში შესვლამდე მცირედი დააკლდა.

შეგახსენებთ, რომ ვახტანგ ახობაძემ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მესამედ  2024 წელს ბექბოსუნ ტოქტოსუნის დამარცხებით მოიპოვა და აზიელი კონკურენტი 26 აპრილს, ბათუმში გამართულ რემატჩში დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
12 მედალი მსოფლიოს თასზე - პარაძალოსნების წარმატება
12 მედალი მსოფლიოს თასზე - პარაძალოსნების წარმატება