შხამიანი გველები | შვეიცარიის ნაკრების ბაზის შეცვლას ცდილობს
შვეიცარიის ეროვნული ნაკრები აშშ-ში იმყოფება და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. მურატ იაკინის გუნდი სან-დიეგოს საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობს და მოულოდნელ პრობლემას წააწყდა — შხამიან გველებს.
შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციამ სოციალურ ქსელში სავარჯიშო მოედნის ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც წითლად გაფერადებულია ადგილები, სადაც შხამიანი გველები ბინადრობენ. beIN Sports-ის ინფორმაციით, შვეიცარიელებმა ამის თაობაზე ფიფას უკვე მიმართეს და ცდილობენ, გამოსავალი იპოვონ ან სხვა საწვრთნელ ბაზაზე გადავიდნენ. ავტორიტეტული გამოცემა დასძენს, რომ შვეიცარიელთა წარმომადგენლებმა გველები დააფიქსირეს კიდეც.
???????? Así será el campo de entrenamiento de Granit Xhaka y sus compañeros de Suiza para el Mundial: El campo de concentración se llama Academia Judía de San Diego.
— Futbol de Inglaterra (@Mercado_Ingles) June 6, 2026
Al lado del centro de entrenamiento hay un área de serpientes, que se le han pedido que no invadan la cancha de… pic.twitter.com/aVO30hz0AS
სან-დიეგოს ბუნებისა და ისტორიის მუზეუმის მიხედვით, რეგიონში ოთხი შხამიანი ჩხრიალა გველი ბინადრობს. მათგან ყველაზე გავრცელებული სამხრეთ წყნარი ოკეანის ჩხრიალა გველია. შვეიცარია ერთადერთი გუნდი არაა, რომელსაც სიფრთხილის გამოჩენა უწევს. ნორვეგიის ნაკრების ფეხბურთელებს სთხოვეს, გველებთან მიმართებით, რომლებიც მათ რეგიონში, გრინსბოროში, მრავლად არიან, ფრთხილად იყვნენ და მათი პროვოცირება არ მოახდინონ.
სხვათა შორის, რამდენიმე საათის წინ კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. The Athletic-ის ინფორმაციით, ინგლისის ნაკრების ბაზასთან ახლოს, 10 წუთის სავალზე, სროლა იყო და 9 ადამიანია დაშავებული, თუმცა არც ერთი მათგანის სიცოცხლესსაფრთხე არ ემუქრება.