„კარიერის დასრულებამდე მაიამიში ვიცხოვრებ“ - თოფურია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ Eurosport España-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კარიერის დასრულებამდე მაიამიში იცხოვრებს.
რას ამბობს „მატადორი“:
„კარიერის დასრულებამდე მაიამიში ვიცხოვრებ. ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა. ამ გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა, რადგან ჩემი ორი შვილი ესპანეთში ცხოვრობს და მთელი ოჯახი იქ არის. ზოგჯერ პრიორიტეტი ისეთ რამეებს უნდა მიანიჭო, როგორიცაა შენი ცხოვრება და სპორტული კარიერა.“
„ჩემი სპორტული კარიერა ძალიან ხანგრძლივი არ იქნება. ვინაიდან ვეძებ მუდმივ გაუმჯობესებას, მინდა ვიყო აქტიური და განვახორციელო ყველა ის პროექტი, რაც მსურს, ამჟამად საუკეთესო ვარიანტი აქ, მაიამიში ყოფნაა.“
„როდესაც კარიერას დავასრულებ, ესპანეთში დავბრუნდები და ცხოვრების დარჩენილ ნაწილს იქ გავატარებ.“
შეგახსენებთ, რომ თეთრ სახლში, ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ჩხუბი 14 ივნისს, საქართველოს დროით კი 15 ივნისის დილას გაიმართება. ქართველი მებრძოლი ვაშინგტონში რამდენიმე საათის წინ ჩავიდა და ბრძოლისთვის მომზადებას ადგილიდან გააგრძელებს.