„მომავალ სეზონშიც რაღაც განსაკუთრებულს შემოგთავაზებთ“ - მამუკელაშვილი
„ტორონტო რეპტორსის“ კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან განვილი სეზონი და თავისი თამაშიც შეაფასა.
სანდრო მამუკელაშვილის ინტერვიუ:
 
 
„ამ გუნდში ნამდვილი მებრძოლები გვყავს, რომლებსაც გამარჯვება ძალიან სურთ და მოედანზე ბოლომდე იხარჯებიან. ყველამ გაიზიარა გუნდის მიზანი და ბოლომდე ჩაერთო საქმეში. ყველა თავდაუზოგავად შრომობდა. ყველამ კარგად გაიგო საკუთარი დავალება. დიდი პატივისცემა და მადლობა ჩემს თანაგუნდელებს მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ დამეხმარნენ ვიყო ის, ვინც ვარ.“
 
„პლეი-ოფში გავედით, საოცარი წელი იყო, მართლა ძალიან ვისიამოვნე. ბიჭები გუნდი ძალიან მედგნენ მხარში, სამედიცინო შტაბმა ჯანმრთელობა შემინარჩუნა, ყველას ჯანმრთელობაზე იზრუნა. ხელმძღვანელობასთან დაკავშირება ძალიან მარტივია, შესანიშნავი საუბრები მქონდა ყველასთან.“
„დიდი მადლობა „რეპტორსს“ პირობის შესრულებისთვის და ნეტავ, ის მეშვიდე თამაში მოგვეგო. ვისურვებდი, რომ პლეი-ოფში ბევრად მეტის გაკეთება შემძლებოდა, მაგრამ იცით, როგორც უკვე ვთქვი, ეს მხოლოდ დასაწყისია.“
„80 თამაში მივიღე მონაწილეობა და ნამდვილად გავიაზრე, რა მჭირდება შემდეგ დონეზე გადასასვლელად. ამიტომ, ძალიან, ძალიან თავდაჯერებული ვარ, რომ ამ ზაფხულს მაქსიმალურად ვიმუშავებ ჩემი თამაშის ყველა იმ სუსტ წერტილზე და მომავალ წელს რაღაც განსაკუთრებულს შემოგთავაზებთ.“
გასულ სეზონში სანდრო მამუკელაშვილის საშუალო სტატისტიკა ასეთი იყო - 80 თამაში, საშუალოდ 21.9 წუთი მიღებული სათამაშო დრო, 11.2 ქულა, 4.9 მოხსნა, 1.9 ასისტი, 0.8 ჩაჭრა, 0.5 ბლოკი.