ჰარი კეინი, ხვიჩა კვარაცხელია, მაიკლ ოლისე
Aa
Aa

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებსა და გარემარბებს შორის | უორტონმა კვარა გამოარჩია

„კრისტალ პალასის“ ფეხბურთელი, ადამ უორტონი ESPN-ს ესაუბრა და ბლიც-შეკითხვებს უპასუხა. ინგლისელმა ნახევარმცველმა ამ მომენტისთვის, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა და ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

ESPN-ის შეკითხვა: „ვინ არიან ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები?“

უორტონი: „მაიკლ ოლისე, ჰარი კეინი და ხვიჩა კვარაცხელია.“

ESPN-ის შეკითხვა: „სამი ფავორიტი გარემარბი, რომელთა თამაშის ყურებაც ყველაზე მეტად გსიამოვნებს?“

უორტონი: „მაიკლ ოლისე, დეზირე დუე, ხვიჩა კვარაცხელია.“

საინტერესოა, რომ უორტონს მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველების დასახელებაც სთხოვეს. „კრისტალ პალასის“ მოთამაშემ სამი ნახევარმცველი გამოარჩია: ჯუდ ბელინგემი, ვიტინია, დეკლან რაისი.

ცნობისთვის, უორტონი 22 წლისაა და ინგლისში მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 70 მილიონი ევრო გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სლუცკი ბევრს ესაუბრებოდა, ზოგჯერ მკაცრადაც“ - ხვიჩაზე ყოფილმა გუნდელმა ისაუბრა
„სლუცკი ბევრს ესაუბრებოდა, ზოგჯერ მკაცრადაც“ - ხვიჩაზე ყოფილმა გუნდელმა ისაუბრა