გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

„შედეგიანობა მის რეალურ შესაძლებლობებს არ ასახავს“ - უოტფორდი ჩაკვეტაძის გაშვებაზე ფიქრობს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „უოტფორდი“ გიორგი ჩაკვეტაძის სარფიან ფასად გასხვისებას გეგმავს საიმისოდ, რომ ახალი გუნდის დასაკომპლექტებლად სათანადო ფინანსები გაჩნდეს. ამის თაობაზე ინფორმაცია the72.co.uk-ის ვებ-გვერდზე გავრცელდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ „ვიკარეიჯ როუდის“ ბინადრების ხელმძღვანელებმა მაქსიმუმი უნდა გააკეთონ, რომ შარშანდელი ჩავარდნა გამოსწორდეს და კლუბმა უმაღლესი მიზნებისთვის დაიწყოს ბრძოლა.

რას წერენ ჩაკვეტაძეზე

გიორგი 2023 წლის აგვისტოდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ რაც ის იჯარის წესით დაიმატეს, გუნდის წამყვანი ფეხბურთელი იყო. თუმცა, შარშან სეზონი აშკარად ჩააგდო, რის გამოც შესაძლოა მისი გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღონ. „უოტფორდს“ ახლა იმის ფუფუნება ნამდვილად არ აქვს, დაიტოვოს ისეთი მოთამაშე, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში არ ჯდება. ჩაკვეტაძის გასხვისებამ კი გუნდს შესაძლოა ისეთი ინვესტიცია მოუტანოს, რომელიც სხვა მოთამაშეების დამატებისა და პრემიერლიგის საგზურისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს.

ჩაკვეტაძე ჩემპიონშიპის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, თუმცა მისი შედეგიანობა მის რეალურ შესაძლებლობებს არ შეესაბამება. გასულ წელს მან 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ძირითადში 22 დაიწყო, მხოლოდ 3 ასისტით გამოიჩინა თავი და იმ ფეხბურთელის ჩრდილი იყო, რომელიც წინა სეზონში ბრწყინავდა.

ერთი წლის წინ ქართველი ნახევარმცველით „ვალენსია“ ინტერესდებოდა, თუმცა „უოტფორდმა“ მის სანაცვლოდ 9 მილიონი ფუნტი მოითხოვა. ფაქტია, ახლა გიორგის სატრანსფერო ღირებულება შემცირებული იქნება, თუმცა იმაზე ძვირად ნამდვილად გაყიდიან, რამდენიც „უოტფორდს“ თავის დროზე მისი გამოსყიდვა დაუჯდა (2.5 მილიონი ფუნტი). იმ ბრწყინვალე ტექნიკური შესაძლებლობების ხარჯზე, რომელიც გააჩნია, ჩაკვეს ევროპის არც ერთ ტოპ-ლიგაში დამკვიდრება არ უნდა გაუჭირდეს“.

შეგახსენებთ, რომ 2025-2026 წლების სეზონში „უოტფორდმა“ ინგლისის ჩემპიონშიპში გამოსვლა მე-16 ადგილზე დაასრულა, მაშინ როდესაც პირველ წრეში პლეი ოფის ზონაში იმყოფებოდა. საბა გოგლიჩიძემ გუნდი დატოვა და „უდინეზეში“ დაბრუნდა, რის შემდეგაც ახლა გიორგი ჩაკვეტაძისა და ნიკოლოზ ჩიქოვანის სახით ამ კლუბში ორი ქართველი ფეხბურთელი დარჩა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი ამბავი: ჩიქოვანი უოტფორდის პირველ გუნდთან ერთად მოემზადება
კარგი ამბავი: ჩიქოვანი უოტფორდის პირველ გუნდთან ერთად მოემზადება