ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი, გიზი მამაგეიშვილი
Aa
Aa

მამაგეიშვილის საგოლე პასი - შტურმმა ავსტრიის თასის პირველი ეტაპი დაძლია

ავსტრიის თასის პირველ წრეში გიზი მამაგეიშვილისა და ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ სტუმრად მესამე ლიგის წარმომადგენელ „ზეეკირხენს“ დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

მამაგეიშვილი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. ანგარიში მე-40 წუთზე სწორედ ქართველი ფეხბურთელის პასის შემდეგ გაიხსნა: მამაგეიშვილის გადაცემა გოლად სიმონ ზაიდლმა აქცია.

მეორე ტაიმში მამაგეიშვილი კვლავ აქტიური იყო, გოლთანაც იყო ახლოს, თუმცა მისი საჯარიმო დარტყმა მეკარემ მოიგერია. 50-ე წუთზე რაიან ფოსომ სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მამაგეიშვილი მწვრთნელმა 63-ე წუთზე შეცვალა, 85-ე წუთზე კი ცვლილებაზე შესულმა შიმონ ვლოდარჩიკმა „შტურმის“ მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. რაც შეეხება კიტეიშვილს, მას ფაბიო ინგოლიჩმა დასვენების საშუალება მისცა.

მამაგეიშვილის საგოლე პასი და ყველა მომენტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხეტაფეს ფავორიტი“ | El Desmarque-ის ჟურნალისტმა ქოჩორაშვილზე დაწერა
„ხეტაფეს ფავორიტი“ | El Desmarque-ის ჟურნალისტმა ქოჩორაშვილზე დაწერა