მადრიდის რეალი, მიუნხენის ბაიერნი, მაიკლ ოლისე
Aa
Aa

ბაიერნის დირექტორი: “ოლისე რეალში? ეს საკითხი სერიოზულად არ აღიქმება“

მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა, კრისტოფ ფროინდმა, მაიკლ ოლისეს მომავალთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მადრიდის „რეალში“ შესაძლო გადასვლაზე საუბარი კლუბში სერიოზულად არ აღიქმება.

„ბაიერნმა“ წინასასეზონო ამხანაგურ მატჩში გერმანიის მესამე ლიგის წარმომადგენელ „ვეენ ვისბადენთან“ 1:2 წააგო. შეხვედრის შემდეგ ფროინდმა გერმანულ მედიასთან ისაუბრა, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა ოლისეს გარშემო არსებული სატრანსფერო ჭორები იყო.

„რეალ მადრიდთან დაკავშირებული ჭორები? ეს საკითხი საერთოდ არ გვაღელვებს და სერიოზულად არ აღიქმება.“ — განაცხადა ფროინდმა.

„ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა ასევე დაადასტურა, რომ კლუბი ფრანგი ფეხბურთელის დაბრუნებას მოუთმენლად ელოდება.

„მოუთმენლად ველით მაიკლის დაბრუნებას შვებულებიდან. ის ამ სეზონშიც „ბაიერნისთვის“ ისეთივე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება, როგორიც გასულ სეზონში იყო,“ — დასძინა მან.

ამრიგად, ფროინდმა კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ მიუხედავად ბოლო პერიოდში გავრცელებული არაერთი ინფორმაციისა, „ბაიერნი“ ოლისეს გაყიდვას არ განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ფრანგი შემტევი მიუნხენურ კლუბს 2024 წელს „კრისტალ პალასიდან“ 53 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. პირველივე სეზონში თავი წარმატებით წარმოაჩინა, ხოლო გასულ სეზონში მსოფლიო დონის ფეხბურთელის სტატუსი კიდევ უფრო გაიმყარა — ყველა ტურნირზე 22 გოლი გაიტანა და 31 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მაიკლ ოლისეს „ბაიერნთან“ მოქმედი კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
აიაქსში ელოდებიან - ტერ შტეგენის ტრანსფერი ჭიანურდება
აიაქსში ელოდებიან - ტერ შტეგენის ტრანსფერი ჭიანურდება