ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი დემეტრაძე
Aa
Aa

„მთელი სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა“ | დემეტრაძემ კვარაცხელია შეაქო

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გიორგი დემეტრაძემ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. დემეტრაძემ „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და განაცხადა, რომ 2025-2026 წლების სეზონში ის ფრანგული გრანდის ლიდერი იყო.

„ხვიჩას მთელი საქართველო გულშემატკივრობდა. მან ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო და მის გამო ყველა ქართველი ბედნიერი იყო. კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს“ კარგად კი არ მოერგო, ამ გუნდის გამოკვეთილი ლიდერი გახდა.

მან მთელი სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და ჩავარდნა არ ჰქონია. „პარი სენ-ჟერმენს“ ისეთი შემადგენლობა ჰყავს, შეუძლია, ტიტულებისთვის ბრძოლა მომავალშიც გააგრძელოს“.

შეგახსენებთ, რომ 2025-2026 წლების სეზონის დასრულების შემდეგ კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 140 მილიონ ევრომდე გაიზარდა და ის მსოფლიოში მეშვიდე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არსენალს კვარაცხელიას დამატებას ვურჩევდი, მაგრამ...“ - მეთოფეების ყოფილი ფეხბურთელი
„არსენალს კვარაცხელიას დამატებას ვურჩევდი, მაგრამ...“ - მეთოფეების ყოფილი ფეხბურთელი