„არსენალს კვარაცხელიას დამატებას ვურჩევდი, მაგრამ...“ - მეთოფეების ყოფილი ფეხბურთელი
„არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რეი პარლორმა „მეთოფეების“ პოტენციურ ტრანსფერებზე ისაუბრა და კლუბის ხელმძღვანელებს რამდენიმე ფეხბურთელის შეძენა ურჩია. მათ შორის ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელიაა.
რას ამბობს პარლორი:
„პრემიერლიგაში ერთ ადგილას ვერ გაჩერდები. ყველა კლუბი შეეცდება დაიმატოს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მათ გუნდში დიდ სხვაობას შექმნის. „არსენალმაც“ იგივე უნდა სცადოს.
მათ აშკარად სჭირდებათ კიდევ ერთი თავდამსხმელი. ამაში ეჭვი არავის ეპარება.
ვისურვებდი, რომ მარცხენა ფლანგზე პსჟ-დან კვარაცხელია დაემატებინათ, თუ ამას შეძლებენ. თუმცა, არ მგონია, რომ მისი გადმობირება მოხერხდეს. ის ზუსტად ისეთი მოთამაშეა, რომელიც მარცხენა ფრთაზე ძალიან გამოგადგებოდათ.
ცხადია, ხულიან ალვარესი იდეალური ვარიანტი იქნებოდა, მადრიდის „ატლეტიკოდან“ მისი წამოყვანა რომ შეეძლოთ.“
შეგახსენებთ, რომ 2025/26 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ქართველმა ვარსკვლავმა პსჟ-სთან ერთად ზედიზედ მეორედ შეძლო ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგება. 31 მაისს, „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში სწორედ ლონდონური კლუბი, პენალტების სერიაში დაამარცხა.