ლებრონ ჯეიმსი
Aa
Aa

„მხოლოდ ამ შემთხვევაში წავალ“ - ლებრონი სამომავლო გეგმებზე

გასულ სეზონში „ლეიკერსის“ ცუდი თამაშის გამო ამ გუნდის ორი ლიდერიდან ლებრონ ჯეიმსი ლუკა დონჩიჩზე მეტად გააკრიტიკეს - მიზეზი მარტივია, სლოვენიელი ვარსკვლავი ლოს-ანჯელესის კლუბს პლეი ოფის გადამწყვეტ ეტაპზე ვერ ეხმარებოდა, ჯეიმსი კი „ოკლაჰომასთან“ ოთხივე თამაშში პარკეტზე იყო და მიუხედავად ამისა საკუთარი კლუბი მშრალი ანგარიშით მარცხისგან ვერ იხსნა. ამის გამო ბევრი თვლის, რომ 41 წლის კალათბურთელის პენსიაზე გასვლის დრო მოვიდა, რასაც თავად კატეგორიულად არ ეთანხმება.

ლებრონ ჯეიმსი

ყველაფერი გონებაზეა დამოკიდებული. სადაც გონება წამიყვანს, სხეულიც ამ გზას გაჰყვება. როდესაც თამაშის დაწყებამდე დარბაზში 5 საათით ადრე და საწვრთნელი პროცესის სტარტამდე ორსაათნახევრით ადრე აღარ მივალ, წასვლაზე სწორედ მაშინ დავფიქრდები, რადგან თუ ამ თვისებებს დავკარგავ, გამოდის რომ საკუთარი თავის მოტყუებას დავიწყებ, რაც ჩემს გეგმებში არ შედის.

ცნობისათვის, 41 წლის ლებრონ ჯეიმსი NBA-ში თავის 23-ე სეზონში საშუალოდ 20,9 ქულას, 6,1 მოხსნას და 7,2 გადაცემას აგროვებდა. საერთო ჯამში გამართულ 60 შეხვედრაში თამაშიდან ზუსტი სროლების 51,5%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
18 ქულით მოგებული მეოთხედი საკმარისი არ აღმოჩნდა | ნიქსმა სან ანტონიოსთან წააგო
18 ქულით მოგებული მეოთხედი საკმარისი არ აღმოჩნდა | ნიქსმა სან ანტონიოსთან წააგო