თემურ ქეცბაია
Aa
Aa

Crystalbet ეროვნულმა ლიგამ მაისის საუკეთესოები გამოავლინა

Crystalbet ეროვნულმა ლიგამ მაისის თვის საუკეთესოები გამოავლინა.

გათამაშების ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, გასული თვის საუკეთესო მოთამაშე წყალტუბოს სამგურალის ბრაზილიელი შემტევი, კლაუდიო სებოლინია გახდა. 23 წლის ფეხბურთელმა მაისში, Crystalbet ეროვნულ ლიგაში 7 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, აქედან 4 შეხვედრაში კი „სამგურალმა“ გამარჯვება შეძლო.

საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო კი თბილისის „დინამოს“ დამრიგებელს, თემურ ქეცბაიას ერგო. „დინამომ“ თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით, მაისში ჩატარებული 7 მატჩიდან 5 მოიგო, 1 წააგო და ერთიც ფრედ ითამაშა.

მაისის შემდეგ, Crystalbet ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საბაზრო ღირებულება ცნობილია - Transfermarkt-მა თორნიკე კვარაცხელია შეაფასა
საბაზრო ღირებულება ცნობილია - Transfermarkt-მა თორნიკე კვარაცხელია შეაფასა